LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: ევროპარლამენტარი გლუკსმანი, რომელიც სააკაშვილის პირადი მეგობარია, ჭკუას გვარიგებს – მიეხედათ, როცა გამოზარდეს ეს დიქტატორი, მკვლელი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დაანგრია

129
ირაკლი ღარიბაშვილი

„ერთ-ერთი ევროპარლამენტარი, ბატონი გლუკსმანი, რომელიც სააკაშვილის პირადი მეგობარია, გამოდის ყოველ დღე, ბრძნული რჩევებით ჭკუას გვარიგებს – მათ მიეხედათ სააკაშვილისთვის, როცა გამოზარდეს ეს დიქტატორი, მკვლელი, რომელმაც დაანგრია ჩვენი ქვეყანა,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ევროპარლამენტარი ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს მისი მოადგილის, ეკატერინე ზღულაძის ქმარია და ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილის პირადი მეგობარია.

ღარიბაშვილი: სააკაშვილის მმართველობა არ და ვერ დაბრუნდება ვერსად, არათუ ქვეყანაში, ვერც ერთ მუნიციპალიტეტში, ხალხი ბრძენია

„ვანო მერაბიშვილის, ამ მჩაგვრელი ადამიანის დროს, მერაბიშვილის მოადგილე იყო ქალბატონი ეკა ზღულაძე და ზღულაძის მეუღლე გამოდის ყოველ დღე, ბრძნული რჩევებით ჭკუას გვარიგებს. ჩემი პოზიცია იყო, რა თქმა უნდა, არ მაინტერესებს ამ ადამიანების არც რჩევა და არც მათი მოწოდება. მე ვეკითხები ხალხს, უნდა მაინტერესებდეს ამ ადამიანების რჩევა?

მათ მიეხედათ სააკაშვილისთვის, როცა გამოზარდეს ეს დიქტატორი, მკვლელი. სააკაშვილმა, მელიამ და ამ ბანდამ, რომელიც აქ თარეშობდა, დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა. არც სააკაშვილის, არც ახალაიების, არც კოდუების, არც ქარდავების დრო ამ ქალაქში არ დაბრუნდება და ამ ქვეყანაში არ დაბრუნდება ეს მწამებელი კასტა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი: ევროკავშირი უნდა დადგეს მათ გვერდით, ვინც სააკაშვილის გათავისუფლებისთვის შეიკრიბა

magti 5g