პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს შეხვდა.
ღარიბაშვილი ფილიპ რიკერთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება.
როგორც პრემიერი წერს, მათ შეხვედრაზე მშვიდობის, დემოკრატიის, რეგიონული და საერთო განვითარების ხელშეწყობაში აშშ-ის გადამწყვეტი როლი განიხილეს.
„შევხვდი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ფილიპ რიკერს. განვიხილეთ რეგიონალური მოვლენების დინამიკა, ევროპასთან საქართველოს ინტეგრაცია, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ამერიკის შეერთებული შტატების გადამწყვეტი როლი მშვიდობის, დემოკრატიის, რეგიონული და საერთო განვითარების ხელშეწყობაში რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ“, – აღნიშნული პრემიერის „ტვიტში“.
Had a pleasure to host ?? Ambassador Philip T. Reeker. Discussed the Regional Dynamics, ?? integration of ?? along w/ ???? Strategic Partnership & vital role of ?? in promotion of peace, democracy & development in the region & beyond. pic.twitter.com/ZuaPLL68N0
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) September 12, 2022