პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სენატორების დელეგაციას შეხვდა.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ დელეგაციასთან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ნატოში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა განიხილეს:
“სიღრმისეული საუბარი მქონდა აშშ-ის სენატორების ერთობლივ დელეგაციასთან – ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით და ტომ ტილის მონაწილეობით. განვიხილეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ნატოში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერა. საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს”, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის “ტვიტში”.
Insightful talks w/ @SenatorShaheen, @SenThomTillis & CODEL on ??-??strategic partnership & the importance of US’ robust support for ?? to accelerate our #NATO membership. ??’s democratization & our commitment to Euro-Atlantic values are fundamental for strengthening ??-?? ties! pic.twitter.com/tOZ55MVwg5
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) June 29, 2022