მოუთმენლად ველი ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ და შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მადრიდის სამიტის ფარგლებში, მერგო პატივი ესპანეთის მეფის მიერ ლიდერებისთვის გამართულ ვახშამს დავსწრებოდი, რომელსაც მათი უდიდებულესობები ფილიპე VI და დედოფალი ლეტიცია მასპინძლობდნენ. მოუთმენლად ველი ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ და შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ცნობისთვის, მადრიდში ნატოს სამდღიანი სამიტი გაიმართება. ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები, პარტნიორებთან ერთად, ესპანეთის დედაქალაქში არიან შეკრებილი. საქართველოს სამიტზე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენს.