LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: ვიღებთ პასუხისმგებლობას არჩევნების აბსოლუტურად გამჭვირვალე, თავისუფალ და კოვიდუსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე, მაქსიმალურად მეტი დამკვირვებელი უნდა ჩამოვიდეს

59
611b9dea081dd

ყველას ვეუბნები, ჩვენი მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ვიღებთ პასუხისმგებლობას არჩევნების აბსოლუტურად გამჭვირვალე, თავისუფალ და კონკურენტულ პირობებში ჩატარებაზე; მაქსიმალურად მეტი დამკვირვებელი უნდა ჩამოვიდეს იმისთვის, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოპოზიციის ნაწილმა, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, აბსოლუტურად ხელოვნურად ინსპირირებული, გამოგონილი ბრალდებებითა და პროვოკაციებით, საბოტაჟი და ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტის მუშაობას, რითაც მათ პრაქტიკულად დააზიანეს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, ვინაიდან დაიწყეს უსაფუძვლო სპეკულაციები, თითქოს არჩევნები გაყალბდა.

მელია: არცერთ ოპოზიციურ პარტიას არჩევნების გადადება არ უნდა და ეს არც არავის უთქვამს – ეპიდემიოლოგებმა უნდა გვითხრან

„ამ დროს მილიონმა ადამიანმა, მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ მმართველობას. შემდეგ, მოგეხსენებათ, ჩვენი დიდი მეგობრების – შარლ მიშელის, აშშ-ის დიდი დახმარებით, როგორც იქნა, მივაღწიეთ იმას, რომ ეს მავნებლები შეგვეყვანა პარლამენტში. ამის შემდეგ, ხედავთ, რომ მორიგი პროვოკაცია მზადდება – გამოაცხადეს რეფერენდუმი, უნდათ, წინასწარ დაიწყონ სპეკულაციები, თითქოს არჩევნები არ ჩატარებულა სამართლიანად, თავისუფლად, გამჭვირვალედ. ყველას ვეუბნები, ჩვენი მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ვიღებთ პასუხისმგებლობას არჩევნების აბსოლუტურად გამჭვირვალე, თავისუფალ და კონკურენტულ პირობებში ჩატარებაზე.

მაქსიმალურად მეტი დამკვირვებელი უნდა ჩამოვიდეს იმისთვის, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და გამოწვევა, რომელიც ჩვენ მივიღეთ და გვესმის, ვისთან გვაქვს საქმე. ასევე, ჩვენ გვჭირდება მობილიზება ჩვენს ამომრჩეველს, კოორდინატორებს, აქტივისტებს, რომ არავის მივცეთ რაიმე სახის პროვოკაციის განხორციელების საშუალებას. არჩევნები ჩატარდება მაქსიმალურად მშვიდ და თავისუფალ, გამჭვირვალე პირობებში. ამას გარდა, მე გამოვედი ინიციატივით და ჩვენი პოლიტიკური გუნდი სრულად გვიჭერს მხარს, ჩვენი პარტია და ასევე ცესკო გამოეხმაურა ამ ინიციატივას, რომ არჩევნები ჩატარდეს კოვიდუსაფრთხო გარემოში.

ჩვენ დავიწყეთ და მაქსიმალურად დავაჩქარეთ ვაქცინაციის ტემპები და დავუწყეთ კოორდინატორების, მერების, ყველა კანდიდატის აცრა და ეს ჩვენი პარტიით დავიწყეთ. ჩვენ ცესკოს შევთავაზეთ ვაქცინაციის პროცესის გაფართოება და თითოეული თანამშრომლის ჩართულობა ამ პროცესში, რაც საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. გუშინ და გუშინწინ ჩვენ გვქონდა რეკორდული აცრები, 30 ათასს გადააჭარბა 24 საათში ჩატარებული აცრების რაოდენობამ, რაც სასიხარულოა, მაგრამ კიდევ მეტი გვინდა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის,სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 2 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების გადადება არა პოლიტიკური, არამედ ეპიდემილოგიური საკითხია, რადგან ჯანდაცვის სექტორი ამ დროისთვის უკვე გადატვირთულია, არჩევნები კი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას გაზრდის.

რაც შეეხება არგუმენტებს, ლომჯარია აცხადებს, გასული წლის არჩევნებმაც აჩვენა, თუ როგორ მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა სწორედ არჩევნების შემდეგ და ამაზე საქართველოს წამყვანი ეპიდემილოგებიც საუბრობდნენ, მათ შორის ამირან გამყრელიძეც.

დავით კირკიტაძე: რაც მალე ჩატარდება არჩევნები და „ქართულ ოცნებას“ გავუშვებთ ოპოზიციაში, მით მალე მოვაგვარებთ მოქალაქეების პრობლემებს

ვაშაძე: მივმართავ გამყრელიძეს, გამოდით და გვითხარით – გასამკაცრებელია თუ არა რეგულაციები და რას ფიქრობთ არჩევნებთან დაკავშირებით

შალვა პაპუაშვილი: არჩევნების გადადების მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას

„ნაც-ქოცური“ კინკლაობა იმდენი ხანია გრძელდება და იმდენად ერთფეროვნად, რომ ჩემთვის მოსაწყენიც კი გახდა – ხვიჩია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g