LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს: აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩემ შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს ავრცელებენ,  2007-ში სად იყვნენ?

170
სალომე აქციაზე

„ძალიან მაინტერესებს, მე მაქვს ჯერ კითხვები. აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩემ შესახებ ავრცელებენ თავიანთ შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ, როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები?“ – აღნიშნული სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებდნენ არ შეეწყალებინა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებთან გავიდა და მათ სიტყვითაც მიმართა:

„სად იყვნენ, როცა ვიდექი ქუჩაში? მე გეტყვით სად იყვნენ. ისინი, ვინც „მესიჯბოქსებს“ ავრცელებენ დღეს, იყვნენ ან მიშას შტაბში, ან კარგად მოკალათებულები იყვნენ სხვადასხვა თანამდებობაზე, ან იყვნენ „ქართუ ბანკში.“ თურმე იციან მე რას გავაკეთებ. თურმე იციან როდის გავაკეთებ და თურმე იციან რატომ გავაკეთებ.

მინდა კიდევ ერთი რამ გითხრათ. ვინ შეიწყალა? მე შევიწყალე მურუსიძე, ჩინჩალაძე? მე შევიწყალე? თუ მე განვაწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მას? ეს არ არის შეწყალება? სად ხართ. როდის გააპროტესტეთ? სად იყავით?“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალოს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „არა შეწყალებას“, „სამუდამო!“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g