LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრეზიდენტი არ არის „კავკასიელი ტყვე ქალი“, რომ კობახიძის ჭკუაზე იაროს“ – პაატა მანჯგალაძე

291
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (7)

„პრეზიდენტი არ არის „კავკასიელი ტყვე ქალი“, რომ კობახიძის ჭკუაზე იაროს ევროპაში“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „მაღალი დონის შეხვედრების წინ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ჩვენი ევროპული კურსის დივერსიაა“.

„ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კონსტიტუციას, პირველია, ვინც არღვევს და პატივს არ სცემს ჩვენს კანონებს, სახელმწიფოებრიობას და მოსახლეობას – ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს“ – კალაძე პრეზიდენტზე

„იმპიჩმენტს ორი მიზეზი აქვს: უნდათ პარტნიორებს უთხრან, რომ ზურაბიშვილი არ გამოხატავს ხელისუფლების პოზიციას, რომ იქნებ ამის ფონზე შეძლონ და ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს.

მეორე მიზანია, შიდა პოლიტიკური პრობლემების გადაფარვა უნდა ვაღიაროთ, რომ კობახიძემ კარგად იცის კონსტიტუცია და ახლა უნდათ ყველამ ილაპარაკოს, 52- ე მუხლი მორევა თუ 72- ე. ქვეყანაში უფრო დიდი პრობლემები და გამოწვევებია, ვიდრე კონსტიტუციის დეტალებზე დებატები“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„ვცდილობ, მოვერიდო ასეთი სიტყვების გამოყენებას ქალი პრეზიდენტია, მაგრამ მაინც უნდა ითქვას – იმდენად შეშინებულია, ელჩებს და ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუხმო“ – მდინარაძე

ქუჩაშიც გამოვალ, მის გვერდზეც დავდგები, თუ საჭირო იქნება, მის გამოც ვიჩხუბებ – ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები