LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრეზიდენტი ცდილობს კინკლაობაში ჩაგვითრიოს, თუმცა ეს ვერ იქნება ჩვენი დღის წესრიგი… 4 თვეში ახალი პრეზიდენტი გვეყოლება და ის მაინც დააჯილდოებს – კობახიძე ზურაბიშვილზე

145
ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილი

„პრეზიდენტი ცდილობს, კინკლაობაში ჩაგვითრიოს, თუმცა ეს ვერ იქნება ჩვენი დღის წესრიგი – ვფიქრობ, თითოეული ოლიმპიელი, მედალოსანი და ჩემპიონი იმსახურებს იმ მაღალ ჯილდოს, რომელზეც წარვადგინეთ. დიდი იმედი მაქვს, ამ ჯილდოებს მიიღებენ, ალბათ, ასე მოხდება, თუ არადა, 4 თვეში ახალი პრეზიდენტი გვეყოლება და ის მაინც დააჯილდოებს“ – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერმა გააკეთა.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას ოლიმპიელების დაჯილდოებასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტი: ორი სერიოზული მიზეზი მაქვს, რატომაც არ შეიძლება ოლიმპიელების სასწრაფოდ დაჯილდოება – ვაპირებ, სახალხო ზეიმი მოვაწყო, როგორც გამოვაცხადე

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პრეზიდენტს კინკლაობაში არ ჩაჰყვებიან.

„(პრეზიდენტი) ცდილობს კინკლაობაში ჩაგვითრიოს, თუმცა ეს ვერ იქნება ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენ ამ კინკლაობაში ვერ ჩავყვებით. მას თუ უნდა შეუძლია სცადოს, მაგრამ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ . მიღებული პრაქტიკაა, ტრადიციაა, რომ როდესაც სრულდება ოლიმპიური თამაშები, ოფიციალური მიღება ტარდება და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მხრიდან ასეთი ღონისძიების დაგეგმვა. აქტუალური არ არის ეს განცხადება. დაჯილდოება მისი საქმეა, როგორც მოგეხსენებათ, ცერემონიას ატარებს პრეზიდენტი, მისი საქმეა ამას როდის და სად გააკეთებს, ვერ ჩავერევით. რაც შეეხება ღონისძიებას, ეს არის დახვედრის ღონისძიება.

იცით, რომ სამწუხაროდ ორდენებით დაჯილდოების ეს პრაქტიკა არ იყო დანერგილი. 2021 წელს, როდესაც ანალოგიური დახვედრა გაიმართა, იქ საერთოდ არ მომხდარა ორდენებით დაჯილდოება. ლაშა ტალახაძე მაშინ გახდა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, თუმცა ზურაბიშვილს აზრად არ მოსვლია მისი დაჯილდოება. ეს არის კარგი პრაქტიკა, რომელსაც ვამკვიდრებთ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად. ვფიქრობ, თითოეული ოლიმპიელი, მედალოსანი და ჩემპიონი იმსახურებს იმ მაღალ ჯილდოს, რომელზეც წარვადგინეთ მე და პარლამენტის თავმჯდომარემ. დიდი იმედი მაქვს, ამ ჯილდოებს მიიღებენ, ალბათ ასე მოხდება. თუ არადა, 4 თვეში ახალი პრეზიდენტი გვეყოლება და ის მაინც დააჯილდოებს. ვფიქრობ, ეს უფრო ადრე მოხდება“- აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოლიმპიადაზე მოპოვებული გამარჯვება ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ სახალხო ზეიმი უნდა იყოს.

„ორი სერიოზული მიზეზი მაქვს, რატომაც არ შეიძლება მათი ასე სასწრაფოდ დაჯილდოება. ეს არის სერიოზული საქმე, არა აჩქარებულ ტემპში გასაკეთებელი. პირველი მიზეზი: ვთვლი, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც აერთიანეს ქვეყანას, საზოგადოებას, ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ, არა ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია, არამედ სახალხო ზეიმი უნდა იყოს. ვაპირებ, სახალხო ზეიმი მოაწყო, როგორც გამოვაცხადე“-აღნიშნა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g