LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო

203
ing (1)

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყერის შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილი მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო.

ვუსამძიმრებ და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.

იმედია, რომ სტიქიაში მოყოლილი ადამიანები, რომელთა გადარჩენასაც ჩვენი მაშველები ცდილობენ, სწრაფად და უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

 

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო.

ვუსამძიმრებ და ამ მძიმე…

Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on სამშაბათი, 06 თებერვალი, 2024

 

ცნობისათვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. მიწის მასაში 4 საცხოვრებელი სახლი მოჰყვა. მაშველებმა ნანგრევებში 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ დრომდე ეძებენ 5 დაკარგულ ადამიანს.

„ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა, ვეძებთ 6 ადამიანს.. მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და ცოცხალი ძალა“ – რა ვითერებაა ბაღდათში

„ერთ სახლში მამა და სამი მცირეწლოვანი შვილია მოყოლილი.. სახლი მიწასთან არის გასწორებული“ – ადგილობრივები ბაღდათში ჩამოწოლილ მეწყერზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები