„მოსალოცია, რომ შეძელით და თქვენი რუსული კანონის ინიცირება დაამთხვიეთ იმ კვირას – 31 მარტიდან 9 აპრილამდე – რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ყველაზე დატვირთულია ეროვნული სულისკვეთებით, მაგრამ თქვენ ეს ხომ არ გაგაჩნიათ, არც ეროვნული და არც ევროპული“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის მიერ გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ კანონპროექტს და „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ბექა ოდიშარიას იმ რეპლიკასაც გამოეხმაურა, რომელიც მან დღეს პარლამენტში, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართ გააჟღერა:
„მინდა მივმართო „ოცნებას“ და „ოცნების“ წარმომადგენლებს: გილოცავთ ბატონებო, რამე თუ ქალები თქვენთან ან აღარ ითვლება, ან თუ ითვლება, ისე მოიხსენიებთ, რომ სჯობს არ მოიხსენიოთ.
დაკარგეთ ელემენტარული ქართული ზრდილობა, რაც ძალიან სამწუხაროა თქვენთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.