LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრეზიდენტი, რომელიც სხვა ქვეყნის დავალებით მოქმედებს“ – სოზარ სუბარი სალომე ზურაბიშვილზე

176
BeFunky-collage

„სიკორსკი იყო ევროპარლამენტის წევრი. ძალიან ბევრი სტატია იწერებოდა, რომ ის დაახლოებით 100 000 ევროს იღებდა ყოველწლიურად არაბული ქვეყნებიდან გარკვეული საქმეების ლობირებისთვის და ამის ასახვა არ ხდებოდა დეკლარაციებში. ჯობია ჯერ თავის ქვეყანას მიხედოს და იმ კითხვებს გასცეს პასუხი, რაც მის მიმართ არსებობდა“, – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში “ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

გადაცემაში „დღის თემა“ სუბარი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში წვლილის შეტანა შეუძლია.

დეპუტატმა რადოსლავ სიკორსკის განცხადება შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს დამსახურებულად იხდის.

„სააკაშვილი არის უმძიმესი დამნაშავე. უღირსად იქცევა, მაგრამ დამსახურებულად იხდის სასჯელს და უნდა მოიხადოს ბოლომდე. არცერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში. თუ პოლონეთს უნდა ილაპარაკოს ვინ უნდა იჯდეს ციხეში და ვინ არა მაშინ შევახსენებ, რომ, რაც მოხდა პოლონეთში მთავრობის ცვლილების შემდეგ მსგავსი რამ არ მოხმდარა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. როცა პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 2 ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი დაიჭირა პოლიციამ და ისინი იმყოფებიან პატიმრობაში, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირები.  თუ ბატონ სიკორსკის უნდა, რომ ეს გამოცდილება გაგვიზიაროს, როგორც დემოკრატიის ახალი და დღემდე არნახული ფორმა მზად ვართ მოვუსმინოთ, ეს ისე არასერიოზულად“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კითხვაზე შესაძლოა თუ არა, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალოს, სუბარი ამობს, რომ ზურაბიშვილი გადაწყვეტილებებს მარტივად არ იღებს.

„ის გააკეთებს იმას, რა დავალებასაც მისცემენ და დავალება ჯერ-ჯერობით როგორც ჩანს არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, ან რაღაცას ელოდებიან. იმიტომ, რომ არავინ იცის სააკაშვილის გამოსვლა უფრო მეტ ხმებს მოუტანს კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას, თუ პირიქით, უფრო მეტად დააზიანებს.  ამიტომაც, ზუსტი მითითება სალომე ზურაბიშვილს არ აქვს. როცა ამ მითითებას მიიღებს, მოიქცევა ისე, როგორც მას უბრძანებენ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც გყავს პრეზიდენტი, რომელიც სხვა ქვეყნის დავალებით მოქმედებს, მაგრამ ამ სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ. ეს შეცდომა სხვა დროს აღარ უნდა დაუშვათ“ – განაცხადა სოზარ სუბარმა გადაცემაში „დღის თემა“.

magti 5g