LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: „ვაკვირდები რუსეთში მიმდინარე მოვლენებს, ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს“

146
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს:

„ვაკვირდები რუსეთში მიმდინარე მოვლენებს.

ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს, მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია პრეზიდენტის „ტვიტში“.

 

 

„რუსეთში განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდებით – ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ეს არის და ეს“ – ირაკლი კობახიძე

ცნობისათვის, გუშინ, 23 ივნისს სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს, რის გამოც, მისი თქმით, დარტყმის ავტორები დაისჯებოდნენ. მოგვიანებით, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, შემდეგ კი მისმა სამხედროებმა დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანეს.

რუსეთში განვითარებული მოვლენების პარალელურად, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გაიცა, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით კი ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მოგვიანებით, საზოგადოებას პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმართა, მან განვითარებული მოვლენები „სამხედრო ამბოხად“ შეაფასა და თქვა, რომ „სამოქალაქო ომის განმეორებას არ დაუშვებს“.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პრიგოჟინს და მის მომხრეებს დანებებისკენ მოუწოდა, ვაგნერის მეთაურმა კი განაცხადა, რომ „ჩაბარებას არავინ აპირებს“.

„ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ. არ გვინდა, ქვეყანამ კორუფციაში, ბიუროკრატიასა და ტყუილში იცხოვროს“, – ამბობს პრიგოჟინი.

ამავე თემაზე:

„ჩვენი მთავრობა ალბათ ჯერ ისევ ვერ იჯერებს, რუსეთში რაც ხდება და თფუი ეშმაკსო იძახის ალბათ“ – ალეკო ელისაშვილი

გიორგი გახარია: მოვუწოდებ მთავრობას, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან.. საფრთხე რეალურია, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყველაზე ახლო წერტილია გამწვავების ზონასთან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g