LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული დევაძე მოკლული პოლიციელის სახელზე ეკლესიას ააშენებს

1258
BeFunky-collage

22 წლის ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანიას მკვლელობისთვის მსჯავრდებული მოჭიდავე რამაზ დევაძე, მუკბანიანის სახელზე ეკლესიას აშენებს. “ინტერპრესნიუსის” ცნობით, ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დევაძის ადვოკატმა განაცხადა. თეონა ქორიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მტკივნეულად განიცდის მომხდარ უბედურ შემთხვევას.

ადვოკატმა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა. როგორც თეონა ქორიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს  აუხსნა, რომ მომხდარი შემთხვევითობა იყო და არა განზრახ მკვლელობა.

“როცა ეს ტრაგიკული ფაქტი მოხდა, რამაზ დევაძეს შეულახეს რეპუტაცია, რამაც სასამართლოზე იმოქმედა. პრეზიდენტამდე მივიტანეთ რეალური ამბავი, რომ ეს არ იყო განზრახ მკვლელობა, ეს იყო გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა, შემთხვევითობა. დევაძე პოლიციელსა და ერთ პირს შორის გაშველების მიზნით ჩაერთო საქმეში, რაც ვიდეომტკიცებულებებში კარგად ჩანს. სხვათა შორის, ვიდეოში ისიც გამოჩნდა, რომ მის წინააღმდეგ გამოყენებული მოწმეები შემთხვევის ადგილზე არც იმყოფებოდნენ. სამი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა მტკიცებულებები, პრეზიდენტის ეს აქტი კი იყო მართლმსაჯულების აღსრულება. პრეზიდენტს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აქამდეც უნდა შეეწყალებინა. ის ძალიან განიცდის საზოგადოების უარყოფით რეაქციას, ძალიან რთულ მდგომარეობაშია. მე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტთან მქონდა შეხება, მან იცოდა რას აწერდა ხელს“, – აცხადებს ადვოკატი თეონა ქორიძე.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის აღმოჩნდენენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი. კერძოდ, რამაზ დევაძე, რომელიც პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.ასევე დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე.

“არ გეტყვით, რატომ შევიწყალე” – სალომე ზურაბიშვილი

რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი, მისი გადაწყვეტილებით გამოწვეულ დუმილს გამოეხმაურა და შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

პროკურატურამ ზურაბიშვილის მიერ შეწყალების საქმეზე გამოძიება დაიწყო

საუბარია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, თუმცა ვისი მხრიდან უცნობია.

 

magti 5g