პრინცი ლუის ნათლობიდან დაახლოებით ერთი კვირა გავიდა და ამ დღეებში კენსინგტონის სასახლემ ნათლობის ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოსესიის ავტორი ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი მეტ ჰოლიოკი იყო.
ოფიციალური პორტრეტების გარდა, ფოტოგრაფმა კემბრიჯის ჰერცოგინიას სამი თვის ვაჟთან ერთად ცალკე ფოტოც გადაუღო. მიუხედავად იმისა, რომ კადრი ტრადიციული სამეფო პორტრეტებისგან განსხვავდება, კენსინგტონმა ისინი მაინც გამოაქვეყნა.