LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცესა დაიანას საქორწილო კაბა განახლდება – გადაწყვეტილება პრინცებმა უილიამმა და ჰარიმ ერთად მიიღეს

173
royalfamily427

კონფლიქტში მყოფი ძმები, პრინცი უილიამი და ჰარი მორიგ შეთანხმებამდე მივიდნენ. ძმებმა თანხმობა განაცხადეს დედის, პრინცესა დაიანას კაბის რესტავრაციაზე. ცნობილია, რომ საკულტო კაბა წლების შემდეგ პირველად კენსინგტონის დარბაზში გამოიფინება. აბრეშუმის კაბა, ხელნაკეთი დეტალებითა და 7 მეტრიანი შლეიფით, 151 ათას ფუნტ სტერლინგადაა შეფასებულო. მისი ავტორი დიზაინერები დევიდ და ელიზაბეთ ემანუელები არიან.

ცოტა ხნის წინ დიზაინერებმა გაიხსენეს კაბის შექმნის ისტორია. ცნობილი გახდა, რომ კაბის შექმნისას მათ იუველირიც კი დაიქირავეს, რომ ოქროსფერი თილისმა კაბაზე ბედნიერების ნიშნად მიემაგრებინათ. ამის შესახებ კი დევიდმა და ელიზაბეთმა დაიანას ქორწილის დღეს უთხრეს. დაიანა გაოცებული დარჩა ამ ამბით.

კიდევ ერთი ამბავი, ცნობილი გახდა, რომ 1-ელი ივლისს კენსინგტონის სასახლეში პრინცესა დაიანას მემორიალი გაიხსნება და ღონისძიებას პრინცი ჰარიც დაესწრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g