მიმდინარე წელს ზუსტად 20 წელი სტულდება პრინცესა დიანას ტრაგიკული გარდაცვალებიდან. სპეციალურად ამ თარიღისთვის, ტელეარხი НВО დოკუმენტურ ფილმს ამზადებს სახელწოდებით „დიანა, ჩვენი დედა: მისი ცხოვრება და მემკვიდრეობა“.
ამ დღეებში ფილმის პირველი ტრეილერი გამოვიდა – მასში პრინცი უილიამი და ჰარი საოჯახო ფოტოებს ათვალიერებენ და დედას იხსენებენ:
„მან იცოდა, რომ რეალური ცხოვრება სასახლის კედლებს მიღმა მიდიოდა“, – განაცხადა უილიამმა.
ფილმის ეკრანებზე გამოსვლის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია.