LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის შესახებ ფილმის თიზერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

77

უინძორების სამეფო ოჯახში ახალი ტრადიციაა – ოჯახის რომელიმე წევრის ქორწილის წინ, შეყვარებული წყვილის თაობაზე გამოდის დოკუმენტური ფილმი.

პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილამდე 11 დღით ადრე ასევე გამოვიდა ფილმი მათ შესახებ. ამჯერად კი, მიმდინარეობს აქტიური გადაღებები პროექტისა, რომელიც ჰარისა და მის საცოლეს, მეგან მარკლს შეეხება. ფილმს „ჰარი და მეგანი: სამეფო სიყვარულის ისტორია“ ჰქვია და მისი პრეზენტაცია წყვილის ქორწილამდე ერთი კვირით ადრე, 13 მაისს შედგება.

ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი მხოლოდ ფილმის პოსტერი და თიზერია,სადაც წყვილის გაცნობისა და სიყვარულის ამბავია დაანონსებული. მასში ასევე ნაჩვენები იქნება რომანტიკული მხარეები, მაგალითად, როგორ სთხოვა ჰარიმ მეგანს ხელი და ა.შ.  პრინცის როლს მიურეი ფრეიზერი, ხოლო ამერიკელი მსახიობის როლს – პარისა ფიტც-ჰენლი ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები