ფილმის „ჰარი და მეგანი: სამეფო სიყვარულის ისტორია“ გადაღებები მიმდინარე კვირას იწყება. ცნობილი გახდა, ვინ შეასრულებენ მასში მთავარ როლებს. ესენი არიან: მიურეი ფრეიზერი და პარისა ფიტც-ჰენლი.
სატელევიო პროექტი სამეფო ოჯახის წარმომადგენლისა და ამერიკელი მსახიობის გაცნობის შემდეგ განვითარებულ სასიყვარულო მოვლენებს, მათ პირველ საერთო გამოსვლასა და მეგანის პირველ ქმართან განქორწინებას აღწერს.
გადაღებები ვანკუვერსა და ლოს-ანჯელესში იგეგმება, პრემიერა კი გაზაფხულზე, მეგანისა და ჰარის ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე შედგება.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი ფილმი კეიტ მიდლტონისა და პრინც უილიამის ქორწილამდე 11 დღით ადრე გამოვიდა.


