7 სექტემბერს პრინცი ჯორჯი პირველად წავა სკოლაში. ცნობილია, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს მასთან ერთად იქნებიან მშობლები – კეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამი. 4 წლის ჯორჯი Thomas’s School-ის მოსამზადებელ სკოლაში ივლის, სადაც სწავლა წელიწადში 23 ათასი დოლარი ღირს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ფორმაში ივლის პრინცი სკოლაში, თუმცა მისი ყოველი გამოჩენა საზოგადოებაში, მოდის ახალ მიმდინარეობას უდებს საფუძველს.