LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ხუანი და პრინცესა ქრისტინე ბაგრატიონები კემბრიჯს ესტუმრნენ

1337
ხუანი და ქრისტინე

პრინცი ხუანი და პრინცესა ქრისტინე ბაგრატიონები კემბრიჯის უნივერსიტეტს ეწვივნენ, სადაც პრინცმა ლექცია წაიკითხა, როგორც წლის სპიკერმა. აი, რას წერს ის თავისი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე:

„ჩემთვის დიდი პატივი იყო, მიწვეული ვყოფილიყავი დიდ ბრიტანეთში კემბრიჯის უნივერსიტეტში, როგორც წლის სპიკერი, კემბრიჯის უნივერსიტეტის „ჰერალდიკის და გენეალოგიის საზოგადოების“ მიერ და „სამების კოლეჯში“ წამეკითხა ლექცია „საქართველოს ისტორიის და ბაგრატიონების სამეფო დინასტიის ჰერალდიკის“ შესახებ. ღონისძიება გაიმართა „მაუნტბატენის სამახსოვრო ლექციისა“ და საზოგადოების 65 წლის იუბილეს ფარგლებში.

2022 წლის 31 მაისს კემბრიჯში ვიზიტი არა მხოლოდ დიდი პრივილეგია, არამედ შესანიშნავი შესაძლებლობაც იყო, რათა წარმომედგინა ჩვენი ისტორია გაერთიანებულ სამეფოში. მაგონდებოდა, როცა შვეიცარიის სკოლა „ბო სოლეი”-ში ვსწავლობდი, მაშინ საქართველო საბჭოთა კავშირის წევრი იყო, ახლა კი ჩვენ ვხედავთ შესანიშნავ დამოუკიდებელ ქვეყანას, რაც უდიდესი სიამაყის გრძნობით აღგვავსებს და გვაძლიერებს დამსახურებული მომავლის შესაქმნელად.

საქართველოს დიდებული ისტორია, ჩვენი მდიდარი კულტურა, ჩვენი ქვეყნის თვალწარმტაცი სილამაზე ქართველი ხალხის განუმეორებელ სტუმართმოყვარეობასთან ერთად არის ოქროს საყრდენი ყველა ჩვენგანისთვის, რათა ერთად შევქმნათ საქართველოს მომავალი, გავხადოთ ჩვენი სახელმწიფო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული მსოფლიოში.
ლექციის დასასრულს, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩთან მ.ა. სოფო ქაცარავასთან ერთად კემბრიჯის უნივერსიტეტის სამების კოლეჯის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადავეცით შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მოოქროვილი ასლი ხელმოწერით – „კემბრიჯის სამების კოლეჯს უდიდესი სიყვარულით საქართველოდან“.

მქონდა პატივი, გავმხდარიყავი „კემბრიჯის უნივერსიტეტის ჰერალდიკის და გენეალოგიის საზოგადოების” საპატიო მუდმივი წევრი. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საზოგადოებას საქართველოს მიმართ ინტერესისთვის და საუკეთესო მასპინძლობისთვის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები