LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი უილიამი და პრინცესა ქეითი შვილებთან ერთად სააღდგომო ღვთისმსახურებას დაესწრნენ

139
download (1)

უელსის პრინცი, უილიამი და პრინცესა, ქეითი შვილებთან — ჯორჯთან, შარლოტასთან და ლუისთან ერთად, უინძორის ,,სეინტ ჯორჯის სამლოცველოში” სააღდგომო ღვთისმსახურებას დაესწრნენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ეს ამ ტრადიციულ ღონისძიებაზე მათი პირველი ერთობლივი გამოჩენა იყო. 

ოჯახმა 2024 და 2025 წლების სააღდგომო მსახურებები პირადი მიზეზების გამო გამოტოვა. 2024 წელს მიზეზი პრინცესა ქეითის კიბოს დიაგნოზი იყო, ხოლო 2025 წელს ოჯახმა დღესასწაული ოჯახურ გარემოში, ნორფოლკში გაატარა.

გასული წლის იანვარში ქეითმა გაამხილა, რომ მისი დაავადება რემისიის ფაზაშია. წლევანდელ აღდგომაზე მისი გამოჩენა საზოგადოებამ აღიქვა, როგორც პრინცესას დაბრუნება სამეფო მოვალეობების შესრულებასთან.

პრინცი ჯორჯი (12 წლის), პრინცესა შარლოტა (10 წლის) და პრინცი ლუისი (7 წლის) მშობლებთან ერთად საჯაროდ, 2025 წლის შობის შემდეგ გამოჩდნენ.

ქეითს ეცვა კრემისფერი ანსამბლი, პრინცესა შარლოტას კი — ყავისფერი პალტო. პრინცი უილიამი და ბიჭები მუქი ლურჯი კოსტიუმებით იყვნენ შემოსილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები