დღეს დილით, დედოფალმა სამეფო ოჯახის წევრები უინძორის სასახლის ტაძარში შეკრიბა. მიზეზი პრინც ფილიპისადმი მიძღვნილ მსახურებაზე, რომელიც მისი გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში გაიმართა. ღონისძიებას სამეფო ოჯახი სრული შემადგენლობით დაესწრო. მათ შორის პრინცი ჩარლზი და კამილა პარკერ-ბოულზი, პრინცესები – ევგენია და ბეატრისი, ასევე სამეფო ოჯახის სხვა წევრები.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის გამოჩენამ, რომლებიც უინძორების სასახლის ტაძარში შვილებთან ერთად მივიდნენ. მათ შორის იყვნენ პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა. მსახურებას არ დასწრებია პრინცი ჰარი.
„დატოვეთ ჩვენი მიწა“ – პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს ბელიზში პროტესტით დახვდნენ