LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინტერი ყველას გვაქვს და შეგვიძლია ფურცლის ამობეჭდვა – ირაკლი კობახიძე მამუკა ხაზარაძის წერილზე

178
kobaxize

პრინტერი ყველას გვაქვს და შეგვიძლია ფურცლის ამობეჭდვა, მათ შორის იმ ადამიანს, რომელსაც ასეთი ბრალდების წამოყენება შეეძლო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან მამუკა ხაზარაძის მიერ მტკიცებულების სახით წერილის წარმოდგენას არასერიოზული უწოდა.

„როცა საუბრობ მტკიცებულებაზე და მერე მოგაქვს ამოპრინტერებული ფურცელი, ეს არის არასერიოზული,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არის მცდელობა სამართლებრივი საკითხი, პოლიტიკურ ჭრილში გადავიდეს.

„აქ არის ძალიან მარტივად საქმე. გახსოვთ ალბათ ოქუაშვილის შემთხვევაც, რომელსაც ჰქონდა 50 მლნ ლარის ვალი და მისი ინტერესი იყო ეს სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაეტანათ. აქაც იგივესთან გვაქვს საქმე. არის სამართლებრივი საკითხი და არის მცდელობა, რომ გადავიდეს პოლიტიკურ ჭრილში, მაგრამ როგორ დაამთავრა ოქუაშვილმა, თქვენ ეს კარგად იცით,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავარმა პროკურატურამ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემული წერილი გაასაჯაროვა. ამასთან, პროკურატურაში განაცხადეს, რომ მამუკა ხაზარაძემ დაკითხვისას წარმოადგინა ამობეჭდილი ფურცელი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათივე განმარტებით, ხაზარაძემ არ დაასახელა შუამავლის ვინაობაც, ვინც მას წერილი გადასცა.

პოპულარულები