LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა: „4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 64 პირიდან 63-ს, ბრალი ფორმულირების და დანაშაულის ქმედების აღწერის ნაწილში უზუსტდება, ნანა სანდერს კი ბრალდება გადაუკვალიფიცირდება“

104
პროკურატურა

პროკურატურის განცხადებით, 4 ოქტომბერს, სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე, ბრალდებული 64 პირის მიმართ, ბრალდების დაზუსტების პროცედურა მიმდინარეობს.

როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, 63 პირს ბრალდება უზუსტდება მხოლოდ ფორმულირების და დანაშაულის ქმედების აღწერის ნაწილში და კვალიფიკაცია არ იცვლება, ხოლო ერთ ბრალდებულს ბრალდება კვალიფიკაციის ნაწილში უზუსტდება.

„ერთ ბრალდებულს – ნანა სანდერს კი ბრალდება კვალიფიკაციის ნაწილში უზუსტდება. ბრალდებულს ბრალად წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება), ხოლო ამჟამად ბრალდება წარედგინება როგორც 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე 317-ე მუხლით (საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ).

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g