LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროკურატურა კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას, ნებისმიერ დროს შეხვდეს ოჯახის წევრებს…“ – საგამოძიებო უწყება გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას ეხმაურება

542
პროკურატურის განცხადება ,გიგა ავალიანის საქმე

საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას ეხმაურება. როგორც საგამოძიებო უწყება აღნიშნავს, პროკურატურა მზაობას გამოთქვამს, გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს შეხვდეს და თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლები განუმარტოს.

„საქართველოს პროკურატურა ეხმაურება გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას და კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას, ნებისმიერ დროს შეხვდეს გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს და დეტალურად განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლები, ასევე ახალი მტკიცებულებების და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დაიწყოს სხვა პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა.

„ჩემთვის 17 წლის მკვლელი ისეთივე მკვლელია, როგორც 37 წლის.. მე გიგა მომიკლეს, ჯგუფურად, შეთანხმებით“ – გარდაცვლილი მასწავლებლის დედა

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და ბრალდებულია ოთხი არასრულწლოვანი. მათ შორის ერთს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა), ხოლო სამს 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურა 26 წლის მასწავლებლის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს: „თუ გამოიკვეთება რომელიმე სხვა პირის პასუხისმგებლობის საფუძველი, მოხდება შესაბამისი რეაგირება“

ვიდეო: „ბიჭები რომლებიც ჩვენს სახლთან შევამჩნიე, თურმე მკვლელები ყოფილან…იმ დღეს მისვლა დამაგვიანდა“ – რას ჰყვება მოკლული გიგა ავალიანის დედა მედიასთან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g