LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პროკურატურა მასალებს არ გვაძლევს” – ივერი მელაშვილის ადვოკატი

96
iveri

ე.წ. კარტოგრაფების საქმე და ადვოკატების მოთხოვნა – ბრალდებული ივერი მელაშვილის უფლებადამცველი ედუარდ მარიკაშვილი  ამბობს, რომ პროკურატურა საქმის მასალებზე წვდომას უზღუდავს. მარიკაშვილის თქმით, ბრალდების მხარე 1:200 000 მასშტაბის რუკის ასლს არ აძლევს.

რას ამბობენ მეუფეები „კარტოგრაფების საქმეზე“: ვინ იხდის ბოდიშს და ვის სჯერა გამოძიების

"ის ხალხი ქვეყანას ემსახურებოდა და არ შეიძლება, ასე გავწიროთ".

“გვეუბნებიან, რომ დედნებს შეგვიძლია გავეცნოთ ადგილზე, მაგრამ ასლების გადმოცემაზე გვეუბნებიან უარს, რაც ძალიან გვაფერხებს. იმიტომ, რომ მათ აქვთ პირდაპირი ვალდებულება დოკუმენტები ასლების სახით გაგვიცვალონ. ამასთან, თვითონ ბრალდებულებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ან დოკუმენტებზე”, —ამბობს მარიკაშვილმა On.ge-თან საუბარში.

მისი თქმით, ასლების გადმოცემაზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში პროკურატურას ორჯერ მიმართეს.

 

mazda magti 5g