LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე პოეტ ზვიად რატიანს ბრალდება წარუდგინა

119
ზვიად რატიანი

პროკურატურამ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე პოეტ ზვიად რატიანს ბრალდება წარუდგინა.

შსს-ს ცნობით, პოეტი ზვიად რატიანი სისხლის სამართლის კოდექსით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ივნისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ზ. რ. თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელს“.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

🔵საქართველოს პროკურატურამ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ➡️შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ…

Posted by საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia on ოთხშაბათი, 25 ივნისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g