“არ ვაპირებ იმ პროკურატურასთან თანამშრომლობას, რომელსაც მართავს ბოტასების ქურდი ფარცხალაძე, რომელსაც მართავს კეზერაშვილის „პადპარუჩიკი“ შოთაძე,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, კოტე იოსელიანმა, განაცხადა.
ოტე იოსელიანი საკრებულოსთან ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენების მიცემას მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს.
“ეს არის პროკურატურა, რომელმაც 6 წელი ვერ გამოიძია პოლიტიკური მკვლელობები. მოვითხოვე, რომ ჩემი გამოკითხვა შედგეს ჟურნალისტების და მოსამართლის წინაშე, რისი კანონიერი უფლებაც გამაჩნია. იმედი მაქვს, რომ პროკურატურა მოახდენს პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირებას და პოლიციელებს და მათზე ბრძანების გამცემ პირების დასჯის,“ – განაცხადა კოტე იოსელიანმა.