LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურორი: ხორავას ქუჩაზე მკვლელობის იარაღს – დანას, გაღუნვა არ აღენიშნებოდა

55

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის განცხადებით, მკვლელობის იარაღს, დანას ვიზუალურად არანაირი დაზიანება, განსაკუთრებით გაღუნვა არ აღენიშნებოდა, – ამის შესახებ ფხაკაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დეპუტატ მამუკა მდინარაძის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.კომისიის წევრი მამუკა მდინარაძე დაინტერესდა, „ რამდენად არის დაზიანებული დანა, რატომ არის დაზიანებული და აუცილებელი იყო თუ არა ამ დანის იმგვარი შემოწმება, რომ თუნდაც მიკროსკოპულ დონეზე აღქმადი დაზიანებები მიეღო. რამ გამოიწვია ეს გაღუნვა?“.

პროკურორის თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა კვლევის დასრულების შემდეგ ექსპერიმენტული ცდები მუყაოზე გადაფარებულ ნაჭერზე ჩაატარა და მიკროსკოპით დათვალიერების შემდეგ დანაზე თვალით არხილული დეფორმირება დაფიქსირდა. გაღუნვა კი, ფხაკაძის თქმით, სულ სხვა ტერმინია.

„მე წარმოგიდგენთ ხსენებულ დანას, ოთხი ფოტოა. ეს არის გ.ბ-ს დანა. ვიზუალურად ამას გაღუნული არ ეტყობა. პირდაპირ ჩანს, ატყობთ ხომ? ეს დანა არის დასურათებული ექსპერტების, მაია ნიკოლეიშვილის და ომარ ჯოხაძის მიერ. ეს არის სწორედ იმ კვლევის მერე, როდესაც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა დაასრულა კვლევა, ექსპერიმენტული ცდები ჩაატარა მუყაოზე გადაფარებულ ნაჭერზე და ექსპერტი პირდაპირ მიუთითებს, რომ ვიზუალურად არ ლაპარაკობს, მიკროსკოპის ქვეშ მოხდა კვლევის შედეგად ხსენებული დანის წვერის დათვალიერება და დაფიქსირდა მიკრო, თვალით არხილული დეფორმირება. გაღუნვა სულ სხვა ტერმინია.მე პირადად მეჭირა ეს დანა ხელში, როდესაც გამოვიკვლიე სასამართლოს სხდომაზე ნივთიერი მტკიცებულება. ჩემს კოლეგასაც ეჭირა. ადვოკატებსაც მიეცა შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ ეს დანა. რა თქმა უნდა, ეს ხდებოდა ქალაბტონი მოსამართლის თანდასწრებით და დამერწმუნეთ, ვიზუალურად არანაირი დაზიანება, განსაკუთრებით გაღუნვა და რაღაც კვალი დანას არ აღენიშნებოდა“,- განაცხადა ზვიად ფხაკაძემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები