LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროსტიტუციის ხელშეწყობის და ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებულ 12 პირს პატიმრობა შეეფარდა – დაკავებულთა შორის ერთ-ერთი მომღერალი, ხატია წერეთელია

325
ხატია წერეთელი

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებულ თორმეტივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც პროკურორი თეა გიორგაძე აცხადებს, ამ ეტაპზე არცერთი ბრალდებული არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულსა არ აღიარებენ.

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებული მომღერალი ხატია წერეთელი დუმილის უფლებით სარგებლობს

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებს პროსტიტუციის შესანიღბად თბილისში ჩინური მასაჟის სალონები ჰქონდათ გახსნილი, სადაც პროსტიტუციის ხელშეწყობას და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ეწეოდნენ.

„ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომ თორმეტივე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა, სასამართლომ გაიზიარა. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა არგუმენტის საფუძველზე და ამ საქმის მასალების შესწავლის და ყველა არგუმენტის დასაბუთებულობიდან გამომდინარე აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. სხდომაზე აღიარებას არ ჰქონია ადგილი და ჩემი აზრით, საერთოდ არ იყო საჭირო სხდომის დახურვაც“, – განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, დაკავებულ 12 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარედგინა, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულთა შორის ერთ-ერთი მომღერალი ხატია წერეთელია.

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ 12 პირს შორის ერთ-ერთი მომღერალი ხატია წერეთელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g