LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროტესტი სომხეთში: აქტივისტები პუტინისა და ОДКБ-ს წინააღმდეგ გამოდიან

72
BeFunky-collage - 2022-11-23T014342.564

სომხეთში პროდასავლურმა ოპოზიციურმა ალიანსმა და მისმა მხარდამჭერებმა, რომლებიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) სომხეთის გასვლას მოითხოვენ და ქვეყანაში პუტინის, ლუკაშენკოსა და სხვა დიქტატორების ვიზიტს ეწინააღმდეგებიან აქციები გამართეს.

როგორც ცნობილია, სამშაბათს ერევანში საპროტესტო აქცია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) სამიტის წინ გაიმართა, რომელსაც ასევე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაესწრება.

ეროვნულ-დემოკრატიულმა პოლუსმა (NDP), რომელიც შედგება მთელი რიგი პოლიტიკური პარტიებისა და გარე ჯგუფებისგან, რომლებიც ძირითადად ნაციონალისტურ შეხედულებებს ემხრობიან, პირობა დადო, რომ უფრო მეტ საპროტესტო აქციას გამართავს 23 ნოემბერს, როდესაც CSTO-ს ლიდერები სომხეთის დედაქალაქში შეიკრიბებიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები