LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PSP-ში თურქული წარმოების მედიკამენტები 77%-მდე გაიაფდა

225
800x450px _ PSP _ Turkey

PSP-ში თურქულ წარმოებებთან Abdi Ibrahim და Nobel -თან მოლაპარაკებების შედეგად, 10-მდე დასახელების მედიკამენტი 77%-მდე გაიაფდა.

“მთავრობის მიერ N188 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებამ  და მედიკამენტების გამარტივებული იმპორტის რეჟიმის გამოცხადებამ მოგვცა შესაძლებლობა, აქტიურად მუშაობა დაგვეწყო თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან. ამ ცვლილების საფუძველზე, უკვე 1 თვეა, PSP-ს სააფთიაქო ქსელში საქართველოს მასშტაბით, მომხმარებლები თურქული წარმოების გერმანულ მედიკამენტ „ქსარელტო 15მგ“ თურქეთის აფთიაქებში არსებულ ფასად, 55 ლარად იძენს – ადრე ფასდაკლების დღეებში არსებული 139ლარის ნაცვლად.

თურქ მწარმოებლებთან აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, დღეს PSP-ში მომხმარებლებს კიდევ 10-მდე კარდიოლოგიური, ნევროლოგიური, ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი შეუძლიათ 77%-მდე ფასდაკლებით შეიძინონ.

ვანსეარ დუო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პრეპარატია, რომლის ფასი ფასდაკლების დღეებში 131₾ იყო, დღეიდან PSP-ში – 76,1₾ ღირს. 113,7ლარით გაიაფდა ერთ-ერთი მოთხოვნადი ნევროლოგიური პრეპარატი ეპიქსი; ფასდაკლების დღეების ფასი -212,16₾, დღეიდან PSP-ში 98,3₾. 60 ლარით ნაკლებ ფასად, 89₾-ის ნაცვლად 29,15₾ შეუძლია მომხმარებელს ციტოლექსი 10მგN56-ის შეძენა. ვაზოსერკი BID უკვე 23,35ლარი ღირს არსებული ფასდაკლების ფასის 51,93₾-ის ნაცვლად. კო-ირდა 34ლარით ნაკლებ ფასად, ხოლო ესრამი 33 ლარით ნაკლებ ფასად დახვდება PSP-ში.

PSP კვლავ განაგრძობს მუშაობას თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან, მომხმარებლებისთვის ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველსაყოფად. მომდევნო კვირაში კიდევ 20-მდე დასახელების მედიკამენტი შემოგვაქვს თურქეთიდან მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, რაც მყისიერად აისახება ჩვენს ქსელში და მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ დასახელებაზე შეეძლება ისარგებლოს გაცილებით დაბალი ფასით, თურქული წარმოების მედიკამენტებზე,“- აცხადებენ PSP-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები