„პრაიმშოუს“ სუხიშვილების ცნობილი მოცეკვავე, პუსკა გამსახურდია ესტუმრა და ისაუბრა იმის შესახებ, როდის იცლის თავის მოსავლელად:
„გინდა თუ არ გინდა, მაინც უნდა იყო ფორმაში. ჩემს მაგალითზე ვიტყვი, ახლა პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევი, აღარ ვცეკვავ, მაგრამ მაქვს ბავშვებთან ურთიერთობა. ზოგჯერ დილას მაქვს რეპეტიცია. ძალიან მეზარება ხოლმე დილას მაკიაჟით და პომადით ყოფნა, მაგრამ ბავშვები არ მაძლევენ მოდუნების საშუალებას. დღეს ცუდ ხასიათზე ხართო? მეკითხებიან, თუ პომადა არ მისვია.
დილა ჩემთვის საკმაოდ ადრე იწყება. სამი შვილი და შვილიშვილი მყავს, უნდა მივხედო ყველას, რომ გავისტუმრებ მათ, მერე ვიცლი ჩემი თავისთვის. ვწესრიგდები მალე, რადგან ეს ანსამბლმა გამომიმუშავა…“