ლეგენდარული ამერიკელი კინორეჟისორი, დევიდ ლინჩი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ვიდეომიმართვით ეხმიანება და ვლადიმერ პუტინს მიმართავს:
„რაღაც მინდა ვუთხრა პუტინს, ჩვენ ადამიანები ვაგებთ პასუხს ყველა ჩვენს ქმედებაზე, ესაა ბუნების კანონი, მკაცრი და დაუნდობელი, კანონს ვერსად გაექცევი! ესაა წესი, რასაც ჩაიდენ, იმას აუცილებლად მოიმკი. პუტინ, შენ კლავ და ანადგურებ!! ამაზე პასუხს აგებ. უკრაინელები არ შეჭრილან შენს ქვეყანაში. ეს შენ შეიჭერი მათ ტერიტორიაზე. ჩემი რჩევაა, გადაირჩინე თავი, შეურიგდი ადამიანებს“, – ამბობს ლინჩი ვიდეომიმართვაში.
დევიდ ლინჩი კანის კინოფესტივალი საპატიო პრიზის მფლობელი რეჟისორია, ის ყველა დროის ყველაზე პოპულარული ამერიკული სერიალის, „ტვინ-პიკსის“ავტორია.
“უფრთხილდით უსიყვარულო ადამიანებს” – ჯიმ ქერი პოსტს ავრცელებს