რუსეთში აპირებენ, რომ TikTok -ის მსგავსი აპლიკაცია გამოუშვან. რუსეთის წამყვანმა მედიაჰოლდინგმა – “გაზპრომ მედიამ” უკვე შეისყიდა აპლიკაციაა სახელწოდებით “Я молодец”.
ეს აპლიკაცია ფონდ “ინოპრაკტიკას” მხარდაჭერით შეიქმნა, რომელსაც The Moscow times – ის ცნობით, ეკატერინა ტიხონოვა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სავარაუდო ქალიშვილი მართავს.
აპლიკაციით მოკლე ვიდეოების გაზიარება იქნება შესაძლებელი.
მანამდე, “გაზპრომ მედიის” ხელმძღვანელმა ჟდანოვმა ასევე დააანონსა, რომ ისინი შექმნიან YouTube-ის მსგავს ორ ვებგვერდს მომდევნო ორ წელში, აქედან ერთ-ერთი Rutube-ის გაუმჯობესებული ვერსია იქნება.
გასულ ოთხშაბათს რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რისი საბოლოო მიღების შემთხვევაში, ინტერნეტპლატფორმების, მათ შორის, YouTube-ის დაბლოკვა შესაძლებელი იქნება, თუ მათ “ცენზურაში” და “დისკრიმინიაციაში” დაადანაშაულებენ.