გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კიევი დონბასში პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, კრიზისის დარეგულირების საკითხებზე მოსაზრებების გაცვლის დროს რუსეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაძაბულობის ესკალაციასთან დაკავშირებით.
პუტინმა ყურადღება გაამახვილა პროვოკაციულ ქმედებებზე კიევის მხრიდან, რომელიც ბოლო დროს შეხების ხაზზე მიზანმიმართულად ამწვავებს ვითარებას.
ამასთან, მხარეებმა მინსკის შეთანხმებების შესრულების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის გამო 11 უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა.
კიევი პრორუსი მებრძოლების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახშირებულ დარღვევებსა და საზღვარზე რუსეთის ძალების მობილიზებაზე საუბრობს.
შეერთებული შტატები უკრაინის საზღვართან პროვოკაციებზე ოფიციალური მოსკოვისგან განმარტებებს ითხოვს