საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს ასეთი წინააღმდეგობა უკრაინისგან არ დაუგეგმავს და უკრაინელი ხალხის მონდომება და გამძლეობა აღფრთოვანებულია.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია CNN-ის ეთერში განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ახლა რუსეთი მთელს ქვეყანას ანადგურებს და ეს მასობრივი განადგურების ერთგვარი ომია:
“როგორც ჩანს, ის უბრალოდ რამდენიმე რეგიონის ანექსიას აღარ აპირებს. ახლა, როგორც ჩანს, ის მთელს ქვეყანას ანადგურებს. ეს არის მასობრივი განადგურების ერთგვარი ომი.
დღეს მოვისმინეთ მისი განცხადებები, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის “გეგმის მიხედვით” – მას არ დაუგეგმავს ასეთი წინააღმდეგობა უკრაინისგან.
ის ცდილობდა თავისი ჯარით ფსიქოლოგიურად ემოქმედა და არ გამოუვიდა. უკრაინელი ხალხისა და ხელმძღვანელობის მონდომება და გამძლეობა ნამდვილად აღმაფრთოვანებელია”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.