LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქაბულში, მეჩეთის შესასვლელთან ბომბი აფეთქდა – გარდაიცვალა რამდენიმე ადამიანი

63
Capture1

თალიბანის მოძრაობის პრესსპიკერი ბილალ კარიმი აცხადებს, რომ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მეჩეთთან ბომბის აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა.

მისი განცხადებით, მათი მებრძოლები აფეთქების შედეგად არ დაშავებულან.

„მეჩეთის შესასვლელთან ავღანეთის დედაქალაქში ბომბი აფეთქდა, რამდენიმე მოქალაქე გარდაიცვალა“, – ამბობს თალიბანის პრესსპიკერი.

ჯერჯერობით უცნობია გარდაცვლილთა რაოდენობა. დაშავებული ადამიანები ქაბულის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g