LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქადაგიძე : მე ანგარიშს არ ვაბარებ არც ბატონ მეჭიარს და არც ბატონ ტყემალაძეს, არამედ ქართველ ხალხს

62

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე იმედს გამოთქვამს, რომ ეროვნული ბანკის ანგარიშს პარლამენტი, პირველივე სასესიო კვირაში მოუსმენს.

როგორც დღეს ქადაგიძემ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით საფუძვლიანი მსჯელობა გაიმართოს და ამისთვის პარლამენტის ტრიბუნა სწორი და ადეკვატური ადგილია.

მისივე თქმით, მაშინ როდესაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას სესხის მომსახურების ტვირთი გაეზარდა და შემოსავლები შეუმცირდა, მსჯელობა იმაზე უნდა მიმდინარეობდეს თუ რა სისტემური ღონისძიებები უნდა გატარდეს და არა იმაზე, თუ საითკენ იყო მიმართული სავალუტო რეზერვების გაყიდვა.

“მე ანგარიშს არ ვაბარებ არც ბატონ მეჭიარს და არც ბატონ ტყემალაძეს, არამედ ქართველ ხალხს.  წლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე წარდგომა და კითხვებზე პასუხების გაცემა მნიშვნელოვანია მით უფრო, რომ რამდენიმე კვირაში ჩემი საკონსტიტუციო მანდატი იწურება და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში, ეს ჩემი ბოლო ანგარიში იქნება. მე არ ვიქნები დამძიმებული იმ ჩარჩოებით, რომლებიც, როგორც წესი, ახლავს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის ანგარიშს. შესაბამისად, მექნება საშუალება ვისაუბროთ ყველა საკითხზე, რაც ამ პერიოდის განმავლობაში იყო აქტუალური”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები