LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქალაქი იბომბებოდა როდესაც კახა კალაძის ზარი გაისმა…” – რას ჰყვება ხარკოვის მერი

5317
BeFunky-collage

ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა “იმედის” ეთერით ქართველებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მერი, კახა კალაძე მას განსაკუთრებით უდგას გვერდით და თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ამხნევებს.

„ეს ჩვენთვის ძალიან, ძალიან ბევრს ნიშნავს. ქალაქი იბომბებოდა როდესაც კახა კალაძის ზარი გაისმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის როგორც პოლიტიკურად ისე მორალურად. მაშინვე ვუთხარი ხარკოველებს, რომ თბილისის მერმა დარეკა და გვითხრა, რომ ჩვენს გვერდით არის ისევე, როგორც მთელი საქართველო და მზადაა დაგვეხმაროს რითაც შეძლებს.

ჩვენ, ხარკოველებს ყოველთვის თბილი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს თბილისთან, საქართველოსთან. მე ხშირად ჩამოვდივარ თბილისში. ჩვენც, დღესასწაულებზე ყოველთვის გვსტუმრობენ დელეგაციები საქართველოდან. ხარკოვშია საქართველოს საპატიო საკონსულო. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, კახას ზარი. მინდა ქართველ ხალხს მივმართო და დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულს, ვინც მხარს უჭერს უკრაინას. მხარს უჭერს მას სამართლიან ბრძოლაში. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და საქართველოს და უკრაინის მეგობრული და თბილი ურთიერთობები გაგრძელდება სულ, როგორც ეს ყოველთვის იყო“, – განაცხადა ტერეხოვმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g