LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს „გაუჩალიჩეს“ – ვანო ზარდიაშვილი

170
zardiashvili

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა დაასაბუთოს თუ რატომ შეიწყალა განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები.

ზარდიაშვილისთვის, პოლიციელის მკვლელობისთვის ბრალდებულის შეწყალება მიუღებელია, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს პრეზიდენტს „გაუჩალიჩეს“. 

სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა - "შეწყალება არ არის ის, რაც ზოგს ჰგონია"

მომავალი კვირიდან სამუშაო ჯგუფი შედგება, რომელიც ჩამოაყალიბებს იმ წესებს, რაც შეშფოთებას აღარ გამოიწვევს.

„არსებობს კითხვები და ჩემი აზრით, თუ ეს ქალბატონ სალომეს ვიღაცამ მოუწყო და „გაუჩალიჩა“ (და მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს „გაუჩალიჩეს“), მაშინ, მან უნდა განმარტოს – ვინ იყო ეს პირი. თუ არადა, მან უნდა გააკეთოს განცხადება – რას ეფუძნებოდა ეს შეწყალებები,“ – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს.

„სერიული შემწყალებელი“ – სიკვდილის ნიღბებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

ბოლო დღეების განმავლობაში პრეზიდენტ ზურაბიშვილს 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულების შეწყალებასთან, კონკრეტულად კი რამდენიმე მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ. შეწყალებულთა შორის ცნობილია, რომ სამი მკვლელობისთვისაა გასამართლებული, მათგან ერთი კი ამ დრომდე იძებნებოდა.

„ქართული ოცნების“ წევრები პრეზიდენტისგან განმარტებებს მოითხოვენ, თუ რის საფუძველზე შეიწყალა მან განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული პირები.

“ქოცებმა გაგვასწრეს ზურაბიშვილის ლანძღვაში” – შეწყალების გამო პრეზიდენტი ყველამ გააკრიტიკა

 

magti 5g