LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სერიული შემწყალებელი“ – სიკვდილის ნიღბებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

319
zurabishvili

„სერიული შემწყალებელი“, „ბიძინას რჩეული კრიმინალი“ – პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მისი ბრიფინგის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს.

მარიამობის დღესასწაულზე, სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული პირების გამო, ათონელის რეზიდენციასთან შეკრებილი აქტივისტები კორუფციაზე საუბრობენ და ფაქტების მოკვლევასა და იმპიჩმენტს ითხოვენ.

მათი თქმით, შეუძლებელია შეწყალებისას “სამი მკვლელი გაიპაროს” და ეს მიზანმიმართულად მოხდა.

 

 

ბრიფინგზე კი, რომელიც შენობის შიგნით გაიმართა, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

„მინდა მივმართო საზოგადოებას, რადგან მესმის მისი წუხილი. ეს ჩემი წუხილიცაა, როცა შფოთავენ რომელიმე ჩემს გადაწყვეტილებაზე. ამიტომაც გამოვედი

პრეზიდენტმა ისეთი პირი შეიწყალა, რომელიც 2009 წლიდან დღემდე ძებნილია - თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ზურაბიშვილი მათ აზრსაც კი არ ეკითხება

აქ. შეწყალება არ არის ის, რაც ზოგს ჰგონია – ვინმეს გამართლება. არც რევიზიაა რომელიმე სასამართლოსი. ეს არის სუბიექტური, პერსონალური გადაწყვეტილება, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის გარემოებების, მოცემულობების შეფასება. ამიტომაც წინათაც ვთქვი, რომ ინიციატივა მაქვს – წესები, რაც შეწყალებას ეხება, გადაიხედოს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაცია იყო. ჩემი ვერსიაც გადაეცემა თავმჯდომარეს და მომავალი კვირიდან სამუშაო ჯგუფი შედგება, რომელიც ჩამოაყალიბებს იმ წესებს, რაც შეშფოთებას აღარ გამოიწვევს. ასევე, ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე. ეს არის პრეზიდენტის სრული უფლება. მერე ვნახოთ როგორ იქნება, ან ჩემ დროს, ან შემდეგი პრეზიდენტის დროს,“ – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

“შეწყალება არ არის ის, რაც ზოგს ჰგონია” – ზურაბიშვილის მორატორიუმი

შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში პრეზიდენტ ზურაბიშვილს 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულების შეწყალებასთან, კონკრეტულად კი რამდენიმე მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ.

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირებიდან სამი მკვლელობისთვისაა გასამართლებული, ერთ-ერთი კი ამ დრომდე იძებნება.

 

“ქოცებმა გაგვასწრეს ზურაბიშვილის ლანძღვაში” – შეწყალების გამო პრეზიდენტი ყველამ გააკრიტიკა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები