LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალბატონო იზა, თქვენ ყოველ დღეს გვიჩვენებთ, რომ დედა უძლეველი და დაუმარცხებელია… ნიკო ყველას სიყვარულია!“ – ნიკო კვარაცხელიას დედას, იზა ომაძეს დაბადების დღეს ულოცავენ  

327
იზა ომაძე

„ქალბატონო იზა, თქვენ ყოველდღე გვიჩვენებთ, რომ დედა უძლეველი და დაუმარცხებელია“, – ასე ულოცავენ ონლაინ პლატფორმა, Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას დედას, იზა ომაძეს სოციალურ ქსელში დაბადების დღეს.

ნიკოს კვარაცხელიას დედა დღეს იუბილარია.

„ამ საოცარი გოგოს, ჩემი ნიკოს დედის დაბადების დღეა! ნიკოს გარეშე კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მისი მიმტევებლობა, მოთმინება და სიდინჯე“ – ნინო ზამბახიძე იზა ომაძეს ემოციურ სტატუსს უძღვნის

„იზა, მინდა ჯანმრთელად იყო – შენი ნიკოსთვის, გიასთვის, შვილებისთვის და ჩვენთვის, შენი მეგობრებისთვის. მეამაყები და მეიმედები“ – წერს ნინო ზამბახიძე.

არაჩვეულებრივმა ქალბატონმა, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი მაგალითია მეგობრებისგან, ახლობლებისგან და უცნობი ადამიანებისგან უამრავი მილოცვა მიიღო:

„ქალბატონო იზა, თქვენ ყოველდღე გვიჩვენებთ, რომ დედა უძლეველი და დაუმარცხებელია.

სრულიად საქართველო თქვენ გვერდითაა.

ნიკო ყველას სიყვარულია! 
გილოცავთ დაბადების დღეს! წარმატებულ წლებს გისურვებთ!  
იხარეთ თქვენი ოჯახით,შვილების ,ახლობლებისა და სამშობლოს ბედნიერებით“, – წერს ნატო ჯოლოხავა.

იზა ომაძე: „უკვე მერამდენე ნიკოლოზობაა, რომ გვახრჩობს დენთის კვამლი მაგრამ, ღმერთი მოწყალეა… თუ შედგა ჩვენი ქვეყანა ზუსტად ვიცი რომ შენი მკვლელობის მომფიქრებელ აღმსრულებლები ჯიშ-ჯილაგიანად შევლენ ისტორიაში როგორც ქვეყნის მტრები… მანამდე გვაპატიე შვილო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g