LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალბატონო ლონდა, მე თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ მეც და თქვენც ახლა საერთო მოკავშირე გვყავს – სააკაშვილი თოლორაიას მიმართავს

129
BeFunky-collage (58)

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდებს გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული ყველა ვიდეო კადრი და გამოძიებასთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა.

“მინდა მოვუწოდო ქალბატონ ლონდა თოლორაიას, გამოაქვეყნოს მათ ხელთ არსებული ყველა ვიდეო კადრი და შუალედური დასკვნა გამოძიებასთან დაკავშირებით.

მგონი გესმით, რომ ამის შემდეგ, არცერთი სახელმწიფო ორგანო აღარ ითანამშრომლებს – ვერ შედგება ვერც ექსპერტიზა და ვერც დამატებით კადრებს ვეღარ მიიღებთ, რაზეც უკვე ხმამაღლა განაცხადა სუსის მივლენილმა პირმა.

თქვენი ვალდებულებაა, სიმართლისა და ისტორიის წინაშე გააცნოთ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას ის, რაც გაქვთ ხელთ, მაგრამ ყოველი დღის გასვლის შემდეგ, ეს შესაძლებლობა გიმცირდებათ.

დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები უკვე კარგად აწარმოებენ მოლაპარაკებებს თქვენს თანამშრომლებთან.

ქალბატონო ლონდა, მე თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ მეც და თქვენც ახლა საერთო მოკავშირე გვყავს – ქართული საზოგადოება, რომელსაც თქვენ მიმართ დიდი სიმპათია გაუჩნდა. თქვენც, მეც და საზოგადოებაც დაინტერესებული ვართ სიმართლის დადგენით და ნუ გავუცრუებთ მათ იმედს!”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ლონდა თოლორაია ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g