„საქართველოში ქალები გადაწყვეტილების მიღების პროცესში მინიმალურად მონაწილეობენ,“ – ასეთ შეფასებას აკეთებს სახალხო დამცველი არჩევნების გენდერულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.
უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, საქართველო მსოფლიოს 144 ქვეყანას შორის 114-ე ადგილზეა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის კუთხით.
„კვოტირების მექანიზმის შემოღებასთან დაკავშირებით ჩვენი რეკომენდაცია დღემდე არ არის გათვალისწინებული. შეიძლება ითქვას, რომ ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის მინიმალური და სამწუხაროდ, თვითმმართველობის არჩევნების პროცესმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლება და პოლიტიკური სუბიექტები არ არიან მზად, გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები,” – აღნიშნავს ომბუდსმენი.