LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალებმა მოიპარეს და გადაყლაპეს 2.5 მილიონის ღირებულების ოქრო

114
untitled-design-9-1

ინდოეთის რაჯასტანის შტატში სამმა ქალმა გადაყლაპა მოპარული ძვირფასეულობა პოლიციისთვის თავის არიდების მიზნით, მაგრამ მაინც გამოიჭირეს. ინფორმაციას News9 Live ავრცელებს.

რელიგიური ფესტივალის დროს ქურდების ჯგუფი, რომელიც შედგებოდა ოთხი ქალისა და ორი ბიჭისგან, შეერია ბრბოს და ტაძრის მნახველებს კისრიდან ოქროს ჯაჭვები და ყელსაბამები ჩამოხიეს. ადგილობრივებმა კრიმინალების დაჭერა დაიწყეს: ბიჭებმა გაქცევა შეძლეს, ქალები კი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში მიაბრძანეს.

პოლიციამ მოპარული სამკაულები ვერ აღმოაჩინა და ეჭვობდნენ, რომ ქალებმა მათი გადაყლაპვა მოახერხეს. რენტგენმა დაადასტურა ეს ვარაუდი: დაკარგული ოქრო დაკავებულების მუცელში აღმოჩნდა. ძვირფასეულობის საერთო ღირებულება 2.5 მილიონი რუპიად არის (დაახლოებით 80 ათასი ლარი) შეფასებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები