LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი ქმართან განქორწინებაზე უარის თქმის გამო ციხეში ჩასვეს

112
388652a6_c311_47c1_afc5_4491fe226cf8

ისრაელში ქალს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს იმის გამო, რომ ის რამდენიმე წლის განმავლობაში ქმართან განქორწინებაზე სასტიკ უარს აცხადებდა. ამის შესახებ Ynet წერს.

თელ-ავივის რაბინების სასამართლომ დაადგინა, რომ ქალი ციხეში გაეშვათ მას შემდეგ, რაც ის სისტემატურად უარს ამბობდა ქმრისგან განქორწინების წერილის (გეტი) მიღებაზე.

ოთხი წლის განმავლობაში ამ დოკუმენტის გადაცემას ცდილობდნენ – ქმარი, ნათესავები და პოლიციელებიც კი. საინტერესოა, რომ სასამართლო პრაქტიკაში ეს ქალის მიმართ მსგავსი განაჩენის გამოტანის მეორე შემთხვევაა.

იუდაიზმის სამართლის ნორმების მიხედვით, ქორწინების ოფიციალური შეწყვეტისთვის ორივე მხარის თანხმობაა საჭირო, ხოლო ის მხარე, რომელიც მტკიცე უარს ამბობს, სხვადასხვა სანქციებს ექვემდებარება. ამჟამად ისრაელის ციხეებში 10 მამაკაცი იმყოფება, რომლებმაც უარი თქვეს თავიანთი მეუღლეებისთვის განქორწინების მიცემაზე, მაშინ როცა ანალოგიური ზომები ქალების მიმართ ძალზე იშვიათად გამოიყენება.

რაბინი დავიდ ლაუ, რომელმაც დაკავების ორდერს მოაწერა ხელი, აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება სასამართლო უწყების არაერთხელ იგნორირების შემდეგ მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები