LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი, რომელიც ცოლად მოჩვენებას გაჰყვა, ქმარს თაფლობის თვის ჩაშხამებაში ადანაშაულებს

133
0_Singer-Brocarde

ინგლისელი ქალი, რომელიც ირწმუნებოდა, რომ მოჩვენებას გაჰყვა ცოლად. ამბობს, რომ ქმარმა თაფლობის თვე მთლიანად ჩააშხამა.

საქმე ისაა, რომ მისი მეუღლე სულ სვამდა და შემდეგ ძალიან ცუდად იქცეოდა. უჩვეულო წყვილის ისტორია Daily Star-მა გაავრცელა.

2021 წელს სიმღერების შემსრულებელმა ბროკერდმა განაცხადა, რომ ჯარისკაცის სული, სახელად ედუარდო შეუყვარდა. კაცი 35 წლის ასაკში, ჭაში ჩავარდნის შემდეგ გარდაიცვალა. ქალი ირწმუნებოდა, რომ ოქტომბერში შეყვარებულს ცოლად გაჰყვა და ქორწილს ცოცხლებთან ერთად მოჩვენებებიც ესწრებოდნენ. ბროკერდი ძალიან ბრაზობდა იმ ფაქტზე, რომ ძლივს იპოვა ადგილი სადაც ცერემონიას ჩაატარებდა და ჯვარსაც დაწერდნენ.

ქორწილის შემდეგ ახალდაქორწინებულები თაფლობის თვის გასატარებლად გაემგზავრნენ.

„ჩემს ქმარს ბანკის ბარათი არ აქვს, ამიტომ ყველა ხარჯის ანაზღაურება მე მიწევს. ის სასტუმროს ნომრის ბარში ალკოჰოლს მიირთმევდა, მე კი საფასურის გადახდა მიწევდა.“ – ქალმა ისიც დაამატა, რომ ერთხელ ედუარდომ ნომერში 12 ბოთლი ძვირადღირებული შამპანური შეუკვეთა და ბუნებრივია, მათი ღირებულებაც ცოლს გადაახდევინა.

მომღერალს ძალიან აწუხებდა ქმრის მუდმივი სიმთვრალე და შემდეგ ხულიგნური ქცევა, ამიტომ ის სერიოზულად დაფიქრდა, სურს თუ არა ამ ქორწინებაში ყოფნა საერთოდ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები