LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი საავადმყოფოში მივიდა, თავი ექიმად გაასაღა და პაციენტების მკურნალობა დაიწყო

116
Capture

ლონდონში ქალი, რომელიც ექიმობაზე ოცნებობდა, საავადმყოფოში მივიდა და ავადმყოფის მკურნალობა სცადა. ამის შესახებ the Sun წერს.

19 წლის კრუენა ზრდაფკოვა საავადმყოფოში თავს ვინმე ექიმ კრსიტინად ასაღებდა. სამედიცინო პერსონალმა მისი ლეგენდა დაიჯერა და პაციენტიც კი ანდო. ყალბმა მედიკოსმა მამაკაცი გასინჯა და უცნობი წამალიც მისცა. დღის განმავლობაში კრუენამ კიდევ რამდენიმე ადამიანი შეამოწმა და სასწრაფო დახმარების მანქანაშიც მოასწრო ჩაჯდომა.

3 დღის შემდეგ ქალი ისევ დაბრუნდა საავადმყოფოში და ამჯერად თან რაღაც დოკუმენტები ჰქონდა. თუმცა, ამ დროისთვის პერსონალი უკვე მიხვდა რომ ექიმი კრისტინა არ არსებობდა და პოლიცია გამოიძახა. ქალი დააპატიმრეს.

აღმოჩნდა, რომ ეჭვმიტანილი ბრიტანეთში ბულგარეთიდან მოხვდა. ის 14 წლის ასაკში დაქორწინდა და ტყუპების გაჩენაც მოასწრო. ყოველთვის სურდა გამხდარიყო ექიმი და ოჯახის გამო ოცნება ვერასდროს აისრულა.

სასამართლომ ქალი პაციენტებისთვის ფსიქოლოგიური ზიანის მიყენებაში ცნო დამნაშავედ და ერთი წლით გამოსასწორებელი სამუშაოები მიუსაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები