58 წლის ჰალი ბერი ჯიმი კიმელის შოუში იყო მიწვეული. ამ დღისთვის „ქალი კატის“ ვარსკვლავმა საოცრად ექსტრავაგანტური ალისფერი კაბა მოირგო და საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ეს გახლდათ კაბა, რომელსაც ორიგინალური ჭრილი და დიდი ვარდი ამშვენებდა.
მოგვიანებით მსახიობმა ფოტოების სერია „ინსტაგრამზე“ გაავრცელა და ისინი ასე დაასათაურა: – „ქალი წითელში“.